IT ინფრასტრუქტურა საქართველოში
ჩვენს შესახებ - IT ინფრასტრუქტურა საქართველოში
თანამედროვე ციფრულ ეპოქაში სწრაფი და სტაბილური კავშირი ნებისმიერი ბიზნესის საფუძველია. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგია უზრუნველყოფს მონაცემთა სწრაფ, საიმედო და მასშტაბირებად გადაცემას, რაც აუცილებელია თანამედროვე კომუნიკაციისა და კორპორატიული სისტემების ეფექტური მუშაობისთვის.
Linknet არის საინჟინრო და IT მომსახურებების კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს IT ინფრასტრუქტურისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების მოწყობას საქართველოში. ჩვენი მიზანია შევქმნათ სანდო, უსაფრთხო და მაღალი წარმადობის ქსელური გარემო, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს.
ჩვენი საქმიანობის სფერო
ჩვენ ვახორციელებთ სრულფასოვან საინჟინრო და IT მომსახურებებს, მათ შორის:
- ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების პროექტირება და მოწყობა
- ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია
- ლოკალური ქსელის (LAN) მოწყობა და სტრუქტურული კაბელირება
- ვიდეო მონიტორინგის სისტემები (CCTV)
- დაშვების კონტროლის სისტემები
- სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
ჩვენი გუნდი მუშაობს როგორც მცირე, ასევე მასშტაბურ პროექტებზე — ლოკალურ და რეგიონულ დონეზე.
ჩვენი მიზანი
ჩვენი მთავარი მიზანია ბიზნესებისთვის შევქმნათ ტექნოლოგიური IT ინფრასტრუქტურა საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, უსაფრთხოებას და განვითარებისთვის საჭირო მოქნილობას.
ვაერთიანებთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პრაქტიკულ საინჟინრო გამოცდილებას, რათა თითოეულ პროექტს შევთავაზოთ ინდივიდუალური და ეფექტური გადაწყვეტა.
გამოცდილება და მიდგომა
ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება ქსელური ინფრასტრუქტურისა და IT სისტემების დანერგვაში. გვესმის, რომ თითოეულ კომპანიას განსხვავებული საჭიროებები აქვს, ამიტომ ვთავაზობთ მორგებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას.
რატომ Linknet
- პროფესიონალური საინჟინრო მიდგომა
- სანდო და მასშტაბირებადი გადაწყვეტილებები
- კომპლექსური პროექტების გამოცდილება
- სრული სერვისი — დაგეგმვიდან დანერგვამდე
- ხარისხზე და გრძელვადიან შედეგზე ორიენტაცია
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია 20 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების და პროფილური განათლების მქონე სპეციალისტებით.

ირაკლი დიაკონიძე
Co-Founder & CEO

Alicia Keys
Marketing Director

Mike Divor
Finance

Patricia Ralph
Designer
ლინკნეტი - თქვენი IT პარტნიორი
ჩვენ მზარდ ვართ ვეთანამშრომლოთ ნებისმიერი სიდიდის კომპანიას, ნებისმიერი სირთულის პროექტზე. ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, გვაძლევს საშუალებას ვიყოთ თქვენი საიმედო IT პარტნიორი.
