ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების ინფრასტრუქტურა

მაგისტრალური და რეგიონალური ოპტიკური ქსელების მოწყობა: 

  • საქალაქთაშორისო და რეგიონალური ოპტიკური მაგისტრალების დაპროექტება და მოწყობა.
  • საჰაერო მაგისტრალების გამართვა (განათების ბოძებზე, ელ მომარაგების ბოძებზე ან დამკვეთის მიერ განთავსებულ ბოძებზე)
  • მიწიქვეშა ოპტიკური ქსელის გაყვანა.
  • ბოძების განთავსება იმ ადგილებში, სადაც საკაბელო ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

ოპტიკური ქსელის კომპონენტების მონტაჟი და გამართვა:

  • ოპტიკური კაბელების შეერთების კვანძების მოწყობა
  • ოპტიკური კაბელების შედუღება (სპლაისინგი).
  • ოპტიკური ქსელის კომპონენტების:  ქუროების, პასიური ბოქსების, ოპტიკური პაჩპანელების და ა.შ
  • მიწისქვეშა საკომუნიკაციო კვანძების მონტაჟი.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების ტესტირება და დიაგნოსტიკა 

  • ქუროების ტესტირება: სიგნალის დანაკარგების შემოწმება (SPLICE LOSS) შედუღების წერტილებში.
  • პასიური ბოქსების ტესტირება: სიგნალის გავრცელების ხარისხისა და დანაკარგების შემოწმება ბოქსებში.
  • ოპტიკური კაბელების მთლიანობისა და ხარისხის შემოწმება: OTDR (Optical Time Domain Reflectometer) აპარატურით კაბელის სიგრძის, დანაკარგების, დაზიანებების და სხვა დეფექტების იდენტიფიცირება.
  • სპლიტერების ტესტირება: სიგნალის გაყოფის კოეფიციენტის და დანაკარგების შემოწმება.
  • ოპტიკური სიმძლავრის გაზომვა (Power Meter): ქსელის სხვადასხვა წერტილში ოპტიკური სიგნალის სიმძლავრის შემოწმება, რაც უზრუნველყოფს სიგნალის საკმარის დონეს გამართული მუშაობისთვის.
  • ბოჭკოს ხარისხის შემოწმება მიკროსკოპით: ოპტიკური კონექტორების დაბინძურებისა და დაზიანებების ვიზუალური ინსპექცია, რაც ხშირად არის სიგნალის დანაკარგების მიზეზი.