რისკის შეფასება, დეტექტორების შერჩევა და ზონირება
საწყის ეტაპზე ვაფასებთ სივრცის დანიშნულებას, გეგმარებას, ჭერის კონსტრუქციას, ჰაერის ნაკადებსა და გარემო პირობებს. მიღებული მონაცემებით განისაზღვრება დეტექტორების ტიპი, რაოდენობა, განლაგება და საკაბელო მარშრუტები.
კვამლის დეტექტორი ეფექტურია წვის ადრეული პროდუქტების აღმოჩენისთვის, ხოლო სითბოს ან მრავალკრიტერიუმიანი დეტექტორი შეირჩევა იმ სივრცეებისთვის, სადაც გარემო პირობებმა შეიძლება კვამლის სენსორზე გავლენა მოახდინოს.
- სივრცის ფუნქციისა და ხანძრის შესაძლო რისკების შეფასება
- კვამლის, სითბოს ან multi-sensor დეტექტორის შერჩევა
- Addressable loop-ების ან conventional zone-ების დაგეგმვა
- ხანძარმედეგი კაბელის, ხაზების მარკირებისა და სარეზერვო კვების გათვალისწინება